ჩვენ შესახებ

საწარმო გურმანი

1992 წელს ქ. ქუთაისში წმ. სამების #25  იროდი სახოკიამ და გიორგი გრიგოლავამ დაარსეს მცირე კვების საწარმო, რომელიც აწარმოებდა ორი სახის ხორცპროდუქტს. პროდუქციამ მოწონება დაიმსახურა ადგილობრივ ბაზარზე და მასზე ყოველდღიურად იზრდებოდა მოთხოვნა. 1994 წელს საქმიანობაში ჩაერთო ჯელინი გოქაძე, რის შემდეგაც წარმოებამ გაფართოება გააგრძელა, მაგრამ 2001 წლის საერთო ფინანსური კრიზისის გამო, საწარმომ შეწყვიტა მუშაობა. ამავე წელს არსებულ ბაზარზე ახალი დაფინანსებით, სტრატეგიითა და გეგმებით შეიქმნა კვების საწარმო შპს "გურმანი", რომლის დამფუძნებლებიც არიან იროდი სახოკია, ჯელინი გოქაძე და გიორგი გრიგოლავა.

2007 წელს, ქალაქ ქუთაისში წერეთლის #163, კომპანიამ შეიძინა შენობა (2500 კვ.მ) რომელშიც მოეწყო თანამედროვე საწარმო.

2007-08 წლებში მილენიუმის ფონდისა და USAID -ის დახმარებით კომპანიამ მიიღო გრანტი (125000 $) და ამ თანხით შეიძინა თანამედროვე ევროპული წარმოების მანქანა-დანადგარები. ამან განაპირობა საწარმოს განვითარება და  ახალი სამუშაო ადგილები შექმნა. კომპანია თანამშრომლობს აშშ-ს, ჰოლანდიისა და სხვა ევროპული ქვეყნების კვალიფიციურ ექსპერტებთან, რომლებიც მუდმივად მონაწილეობენ საწარმოში ახალი ტექნოლოგიების დანერგვაში.

2010 წელს კომპანიამ დაამყარა კავშირი ჰოლანდიურ ორგანიზაცია " PUM"- თან, რომლის ექსპერტთა რეკომენდაციით გაიხსნა ძეხვისა და სოსისის საამქრო, რამაც დამატებით  ახალი სამუშაო ადგილები შექმნა.

წარმოების განვითარების მიზნით, 2012 წელს, აქვე გაიხსნა საკონდიტრო საამქრო. საფრანგეთიდან და ჰოლანდიიდან მოწვეულმა მაღალკვალიფიციურმა კონდიტერებმა მოამზადეს ადგილობრივი კადრები და დანერგეს ახალი ტექნოლოგიები.

2015 წელს  USAID/REAP-ის  (საქართველოში სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტი) თანადაფინანსების საგრანტო პროგრამის ფარგლებში გაწეული დახმარებით (27000 $) საწარმომ შეიძინა თანამედროვე ტიპის იტალიური წარმოების შოკ-მაცივრები.

2015-16 წლებში საწარმოს  "გურმანი", ფინანსურ-ეკონომიკური მაჩვენებლებიდან გამომდინარე, რეგიონში საუკეთესო საწარმოს სტატუსი მიენიჭა, ამავე წლებში კომპანია დაჯილდოვდა როგორც ერთერთი  საუკეთესო დამსაქმებელი.

გურმანის პროდუქცია ადგილობრივი ნედლეულისგან იწარმოება
1
ყველა პროდუქტი ჩვენივე ქუთაისის საწარმოში მზადდება
2
იმავე დღეს პროდუქტი ჩვენი მაღაზიების დახლებზე ხვდება
3
შეგიძლიათ ნებისმიერ დროს დააგემოვნოთ სრული ასორტიმენტი
4

ქრონოლოგიური ფაქტები

2016
2015
2010
2008
2007
1992
2016

2015-16 წლებში საწარმოს  "გურმანი", ფინანსურ-ეკონომიკური მაჩვენებლებიდან გამომდინარე, რეგიონში საუკეთესო საწარმოს სტატუსი მიენიჭა, ამავე წლებში კომპანია დაჯილდოვდა როგორც ერთერთი  საუკეთესო დამსაქმებელი.

2015

2015 წელს  "REAP"-ის  (საქართველოში სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტი) მიერ გამოიყო გრანტი (27000 $). ამ თანხით საწარმომ შეიძინა თანამედროვე ტიპის იტალიური წარმოების შოკ-მაცივრები.

2010

2010 წელს კომპანიამ დაამყარა კავშირი ჰოლანდიურ ორგანიზაცია " PUM"- თან, რომლის ექსპერტთა რეკომენდაციით გაიხსნა ძეხვისა და სოსისის საამქრო, რამაც დამატებით  ახალი სამუშაო ადგილები შექმნა.

წარმოების განვითარების მიზნით, 2012 წელს, აქვე გაიხსნა საკონდიტრო საამქრო. საფრანგეთიდან და ჰოლანდიიდან მოწვეულმა მაღალკვალიფიციურმა კონდიტერებმა მოამზადეს ადგილობრივი კადრები და დანერგეს ახალი ტექნოლოგიები.

2008

2007-08 წლებში მილენიუმის ფონდისა და USID -ის დახმარებით კომპანიამ მიიღო გრანტი (125000 $) და ამ თანხით შეიძინა თანამედროვე ევროპული წარმოების მანქანა-დანადგარები. ამან განაპირობა საწარმოს განვითარება და  ახალი სამუშაო ადგილები შექმნა. კომპანია თანამშრომლობს აშშ-ს, ჰოლანდიისა და სხვა ევროპული ქვეყნების კვალიფიციურ ექსპერტებთან, რომლებიც მუდმივად მონაწილეობენ საწარმოში ახალი ტექნოლოგიების დანერგვაში.