ჩვენ შესახებ

გემო და ხარისხი, რომელსაც ქუთაისი უკვე 32 წელზე მეტია ენდობა!

გურმანის ხელმძღვანელობა გურმანის გუნდი

ჩვენი ისტორია

1992 წელს ქ. ქუთაისში, წმ. სამების #25-ში, იროდი სახოკიამ და გიორგი გრიგოლავამ დაარსეს მცირე კვების საწარმო, რომელიც აწარმოებდა ორი სახის ხორცპროდუქტს. პროდუქციამ მოწონება დაიმსახურა ადგილობრივ ბაზარზე და მასზე ყოველდღიურად იზრდებოდა მოთხოვნა. 1994 წელს საქმიანობაში ჩაერთო ჯელინი გოქაძე, რის შემდეგაც წარმოებამ გაფართოება გააგრძელა, მაგრამ 2001 წლის საერთო ფინანსური კრიზისის გამო, საწარმომ შეწყვიტა მუშაობა. ამავე წელს არსებულ ბაზარზე ახალი დაფინანსებით, სტრატეგიითა და გეგმებით შეიქმნა კვების საწარმო შპს „გურმანი".

„გურმანის“ ისტორია მრავალი დაბრკოლების, ფინანსური კრიზისისა და რთული გადაწყვეტილების ისტორიაა. წლების განმავლობაში არაერთხელ გვქონდა სწრაფად გაფართოების შესაძლებლობა, თუმცა ეს ხარისხზე კომპრომისის დაშვებას მოითხოვდა. ჩვენ კი ნელი, მაგრამ ღირებულებების ერთგული განვითარება ავირჩიეთ.

დღემდე საუკეთესო ხარისხის ინგრედიენტებს ვირჩევთ და თითოეულ კერძს ისეთივე პასუხისმგებლობით ვამზადებთ, როგორც საკუთარი ოჯახისთვის. სწორედ ასე შევინარჩუნეთ ჩვენი მთავარი ღირებულებები: ნამდვილი გემო, უცვლელი ხარისხი და მომხმარებლის ნდობა!

ჩვენი კერძის ისტორია

1
ნედლეული

ნედლეული

გურმანის პროდუქცია ადგილობრივი ნედლეულისგან იწარმოება.

2
წარმოება

წარმოება

ყველა პროდუქტი ჩვენივე ქუთაისის საწარმოში მზადდება.

3
მაღაზია

მაღაზია

იმავე დღეს პროდუქტი ჩვენი მაღაზიების დახლებზე ხვდება.

4
თქვენს სუფრაზე

თქვენს სუფრაზე

ნებისმიერ დროს დააგემოვნეთ სრული ასორტიმენტი.

ქრონოლოგიური ფაქტები

2015-16 წლებში საწარმოს „გურმანი", ფინანსურ-ეკონომიკური მაჩვენებლებიდან გამომდინარე, რეგიონში საუკეთესო საწარმოს სტატუსი მიენიჭა, ამავე წლებში კომპანია დაჯილდოვდა როგორც ერთ-ერთი საუკეთესო დამსაქმებელი.

2015 წელს „REAP"-ის (საქართველოში სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტი) მიერ გამოიყო გრანტი (27 000 $). ამ თანხით საწარმომ შეიძინა თანამედროვე ტიპის იტალიური წარმოების შოკ-მაცივრები.

2010 წელს კომპანიამ დაამყარა კავშირი ჰოლანდიურ ორგანიზაცია „PUM"-თან, რომლის ექსპერტთა რეკომენდაციით გაიხსნა ძეხვისა და სოსისის საამქრო, რამაც დამატებით ახალი სამუშაო ადგილები შექმნა.

წარმოების განვითარების მიზნით, 2012 წელს, აქვე გაიხსნა საკონდიტრო საამქრო. საფრანგეთიდან და ჰოლანდიიდან მოწვეულმა მაღალკვალიფიციურმა კონდიტერებმა მოამზადეს ადგილობრივი კადრები და დანერგეს ახალი ტექნოლოგიები.

2007-08 წლებში მილენიუმის ფონდისა და USAID-ის დახმარებით კომპანიამ მიიღო გრანტი (125 000 $) და ამ თანხით შეიძინა თანამედროვე ევროპული წარმოების მანქანა-დანადგარები. ამან განაპირობა საწარმოს განვითარება და ახალი სამუშაო ადგილები შექმნა. კომპანია თანამშრომლობს აშშ-ს, ჰოლანდიისა და სხვა ევროპული ქვეყნების კვალიფიციურ ექსპერტებთან, რომლებიც მუდმივად მონაწილეობენ საწარმოში ახალი ტექნოლოგიების დანერგვაში.

2007 წელს, ქალაქ ქუთაისში წერეთლის #163, კომპანიამ შეიძინა შენობა (2500 კვ.მ) რომელშიც მოეწყო თანამედროვე საწარმო.

1992 წელს ქ. ქუთაისში წმ. სამების #25 იროდი სახოკიამ და გიორგი გრიგოლავამ დაარსეს მცირე კვების საწარმო, რომელიც აწარმოებდა ორი სახის ხორცპროდუქტს. პროდუქციამ მოწონება დაიმსახურა ადგილობრივ ბაზარზე და მასზე ყოველდღიურად იზრდებოდა მოთხოვნა. 1994 წელს საქმიანობაში ჩაერთო ჯელინი გოქაძე, რის შემდეგაც წარმოებამ გაფართოება გააგრძელა, მაგრამ 2001 წლის საერთო ფინანსური კრიზისის გამო, საწარმომ შეწყვიტა მუშაობა. ამავე წელს არსებულ ბაზარზე ახალი დაფინანსებით, სტრატეგიითა და გეგმებით შეიქმნა კვების საწარმო შპს „გურმანი", რომლის დამფუძნებლებიც არიან იროდი სახოკია, ჯელინი გოქაძე და გიორგი გრიგოლავა.

ჩვენი ღირებულებები

რატომ „გურმანი“?

32 წელზე მეტი გამოცდილება

მხოლოდ ნატურალური ინგრედიენტები

ხარისხი კომპრომისის გარეშე

ხელოვნური დანამატებისა და კონსერვანტების გარეშე

ტრადიციული, ნაცნობი გემო

ხელით დამზადებული პროდუქცია

მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ერთგული გუნდი

მუდმივი ინტერესი სიახლეების მიმართ

განახლებული ასორტიმენტი და თანამედროვე სტანდარტები

წარმოება HACCP-ის სტანდარტების სრული დაცვით

აღიარება

გურმანის სერტიფიკატები

გახდი გურმანის გუნდის წევრი

თუ გსურთ გახდეთ გურმანის წევრი, ვაკანსიასთან დაკავშირებით მოგვმართეთ.

დაგვიკავშირდით